ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი დღეს გაიხსნება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი დღეს გაიხსნება ---
30-06-2010, 00:34
დღეს, 30 ივნისს, 14:00 საათზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნება. პირველ ბრიფინგს, რომელიც გამოცდების დაწყებას დაეთმობა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ჩაატარებენ.

მედიაცენტრი, ტრადიციულად, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებისას იხსნება. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

საგამოცდო ტესტების ტრანსპორტირება ეროვნული ბანკისა და "ლიბერთი" ბანკის საცავებიდან 06:30 საათზე მოხდება. ტესტებს საგამოცდო ცენტრებში საპატრულო პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანხლებით მიიტანენ.

08:00 საათზე საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია, ხოლო 09:00 საათზე პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყება.

2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 36421 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა საერთო სამაგისტრო გამოცდასა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს ჩაატარებს.

სასერტიფიკაციო გამოცდები 2010 წელს პირველად ტარდება. პედაგოგები პირველ გამოცდას 13 ივლისს პროფესიულ უნარებში ჩააბარებენ. სამაგისტრო გამოცდა 7 და 8 ივლისსაა დაგეგმილი.

გამოცდები ტარდება შემდეგ ქალაქებში: სიღნაღი, თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხულო.

საგამოცდო პროცესში ჩართულია 1300 მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდება სამედიცინო პუნქტი, ცენტრთან კი სასწრაფო დახმარების მანქანა იმორიგევებს.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნა
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
  • აბიტურიენტები გამოცდას დღეს უცხოურ ენებში აბარებენ
  • გამოცდის პირველ სესიაზე 335 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
  • ბრიტანეთიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები ჩამოიტანეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge