|
29-06-2011, 01:07
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტარციულ კორპუსში (კოსტავას №77) ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნა. ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გახსნეს.
როგორც სეფერთელაძემ განაცხადა, ცენტრი მასმედიის წარმომადგენლებს მოემსახურება და მათთვის ინფორმაციის ოპერატიულად გაცნობას უზრუნველყოფს. მისი გაცხადებით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებამ დროულად მიიღოს.
მიმინოშვილის განცხადებით, ყოველი გამოცდის წინ ბრიფინგი ჩატარდება და ჟურნალისტთა შეკითხვებს კონკრეტულ საგამოცდო საგანზე პასუხისმგებელი პირი უპასუხებს.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით სულ 15 საგამოცდო ცენტრია - თბილისში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ხულოში არის გახსნილი. საგამოცდო პროცესში მონაწილეობს 1200 მეთვალყურე და კურატორი და უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო სამედიცინო პუნქტი განთავსდება, ცენტრთან კი სასწრაფო დახმარების მანქანა იმორიგევებს.
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 30 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 21 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში 35 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს.
წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებსაც ჩაატარებს. |
|