ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები უკვე თბილისშია » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები უკვე თბილისშია სიახლე
16-06-2012, 00:32
ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლიციის შენობებში გადაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია 15 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გავრცელა. ტესტები თბილისისა და რეგიონების მთავარ სამმართველოებში განთავსდება, რითაც მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი მათი დაცვა და უსაფრთხოება.

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ბრიტანულმა კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა.

1768 წელს დაფუძნებული კომპანია ”სტივენ ოსტინი” დღეისათვის მსოფლიოს 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება.

ტესტების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისას დაცული იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა – საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. ყუთები განთავსდა კონტეინერში რომელსაც ასევე სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედო.

საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. დალუქული ყუთების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა. მათი გადაადგილება საპატრულო პოლიციის თანხლებით მოხდება.

წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ერთიანი ეროვნული გამოცდები 28 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • ბრიტანეთიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები ჩამოიტანეს
  • 2012 წლის საგამოცდო ტესტები "სტივენ ოსტინის“ სტამბაში დაიბეჭდება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი დღეს გაიხსნება
  • სტუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნა
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge