|
7-05-2012, 19:23
ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტებს წელსაც კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებული ავტორიტეტი, ბრიტანულმა კომპანია "სტივენ ოსტინი“ დაბეჭდავს (Stephen Austin (www.stephenaustin.co.uk).
1768 წელს დაფუძნებული კომპანია ”სტივენ ოსტინი” დღეისთვის მსოფლიოს 4 კონტინენტზე 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება.
ტესტების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისას დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა – საგამოცდო ტესტები მოთავსდება სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყობა ყუთებში და დაილუქება. დალუქული და პალეტებზე განთავსებული ყუთები განთავსდება კონტეინერში, რომელსაც სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედება.
2012 წლის გამოცდების 28 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. |
|