გამოცდების ქულებისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გამოცდების ქულებისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სიახლე
9-02-2012, 20:43
გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მაქსიმალური ქულების და თითოეული გამოცდის ხანგრძლივობის შესახებ. 2012 წლის sagamocdo სიახლეების შესახებ ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული (www.naec.ge).

განსაზღვრულია 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგამოცდო საგნის მაქსიმალური ქულა და გამოცდის ხანგრძლივობა; 2012 წლის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების მაქსიმალური ქულა და ხანგრძლივობა და 2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალური ქულა და მინიმალური კომპენტენციის ზღვარი.

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულაა 80, გამოცდის ხანგრძლივობა - 4 სთ; ზოგად უნარებში - მაქსიმალური ქულაა 80, გამოცდის ხანგრძლივობა - 3 სთ; უცხოურ ენებში - მაქსიმალური ქულაა 100, გამოცდის ხანგრძლივობა - 2 სთ, 15 წთ; მათემატიკაში - მაქსიმალური ქულაა 59, გამოცდის ხანგრძლივობა - 3 სთ, 30 წთ; ისტორიაში - მაქსიმალური ქულაა 80, გამოცდის ხანგრძლივობა - 2 სთ, 30 წთ; გეოგრაფიაში - მაქსიმალური ქულაა 70, გამოცდის ხანგრძლივობა - 3 სთ; ფიზიკაში - მაქსიმალური ქულაა 75, გამოცდის ხანგრძლივობა - 3 სთ, 30 წთ; ბიოლოგიაში - მაქსიმალური ქულაა 75, გამოცდის ხანგრძლივობა - 3 სთ; ქიმიაში - მაქსიმალური ქულაა 75, გამოცდის ხანგრძლივობა - 3 სთ, 30 წთ; ლიტერატურაში - მაქსიმალური ქულაა 80, გამოცდის ხანგრძლივობა - 4 სთ; სტუდენტურ უნარებში - მაქსიმალური ქულაა 42, გამოცდის ხანგრძლივობა - 2 სთ, 20 წთ; აფხაზურ ენასა და ლიტერატურაში - მაქსიმალური ქულაა 40, გამოცდის ხანგრძლივობა - 4 სთ.

2012 წლის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე პროფესიულ უნარებში მაქსიმალური ქულაა 70, ხანგრძლივობა - 5 სთ; ქართულ ენასა და ლიტერატურაში - მაქსიმალური ქულაა 80, ხანგრძლივობა - 5 სთ; მათემატიკაში - მაქსიმალური ქულაა 65, ხანგრძლივობა - 5 სთ; უცხოურ ენებში - მაქსიმალური ქულაა 120, ხანგრძლივობა - 4 სთ; დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გამოცდის - მაქსიმალური ქულაა 100, ხანგრძლივობა - 5 სთ; ქიმიაში მაქსიმალური ქულაა 70, ხანგრძლივობა - 5 სთ; ბიოლოგიაში - მაქსიმალური ქულაა 70, ხანგრძლივობა - 5 სთ; ფიზიკაში - მაქსიმალური ქულაა 70, ხანგრძლივობა - 5 სთ; გეოგრაფიაში - მაქსიმალური ქულაა 70, ხანგრძლივობა - 5 სთ; ისტორიაში- მაქსიმალური ქულაა 70, ხანგრძლივობა - 5 სთ; სამოქალაქო განათლებაში - მაქსიმალური ქულაა 70, ხანგრძლივობა - 5 სთ.

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე უცხოური ენების ტესტი შედგება 5 ნაწილისგან. სერთიფიკატის მისაღებად მონაწილემ უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის 60 %-ზემეტი, ასევე თითოეულ ნაწილში უნდა გადალახოს ამ ნაწილისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი: მოსმენის ნაწილი - მაქსიმალური ქულა - 16, ხანგრძლივობა 3 სთ, 45 წთ; წერითი ნაწილი - მაქსიმალური ქულა - 16, ხანგრძლივობა 3 სთ, 45 წთ; წაკითხულის გააზრება - მაქსიმალური ქულა - 22, ხანგრძლივობა 3 სთ, 45 წთ; მეთოდიკის ნაწილი - მაქსიმალური ქულა - 50, ხანგრძლივობა 3 სთ, 45 წთ; ლაპარაკი - მაქსიმალური ქულა - 16, ხანგრძლივობა 15 წთ.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის საგამოცდო ტესტი 2 ნაწილისგან შედგება. მონაწილემ სერთიფიკატის მისაღებად უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის 60 %-ზე მეტი, ასევე თითოეულ ნაწილში უნდა გადალახოს ამ ნაწილისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი: პროფესიული ცოდნა და მეთოდიკა - მაქსიმალური ქულა 80, გამოცდის ხანგრძლივობა 5 სთ; აკადემიური უნარები - მაქსიმალური ქულა 20, გამოცდის ხანგრძლივობა 5 სთ; I-VI კლასების ქართული ენა და ლიტერატურა - მაქსიმალური ქულა 80, გამოცდის ხანგრძლივობა 5 სთ; აკადემიური უნარები - მაქსიმალური ქულა 20, გამოცდის ხანგრძლივობა 5 სთ.

2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალური ქულა და მინიმალური კომპენტენციის ზღვარი შემდეგნაირად განისაზღვრა: წაკითხულის გააზრება - მაქსიმალური ქულა 21, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 6,4; ანალიტიკური წერა - მაქსიმალური ქულა 24, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 7,3; ლოგიკური მსჯელობა - მაქსიმალური ქულა 17, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 5,2; რაოდენობრივი მსჯელობა - მაქსიმალური ქულა 20, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 5,1.

კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხი ნაწილიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადალახოს სამ ნაწილში მაინც.
 
 

ასევე:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
  • სამაგისტრო გრანტების ცხრილი გამოქვეყნდა
  • გამოცდის პირველ სესიაზე 335 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
  • საბუთების მიღება მაგისტრატურაში
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge