|
31-08-2012, 21:06
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 30 სექტემბრის №103 ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2012 წლის 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში. მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი საბუთები: 1. განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით; 2. პირადობის მოწმობა და მისი ასლი; 3. დაბადების მოწმობა და მისი ასლი; 4. აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი _ დიპლომი ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მათი ასლები; 5. ფოტოსურათი 4 ცალი, ზომით 3 х4 სმ; 6. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთა- თვის); 7. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტიდან (www.naec.ge ) ან საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის დედანი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (მისი არსებობის შემთხვევაში) 8. თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 15 - ლარიანი ქვითარი. ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. საბუთების პირველადი შემოწმება ხდება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს. დეკანატის მიერ ვიზირებულ განცხადებას, საბუთებთან ერთად, აპლიკანტი აბარებს სტუ-ს კანცელარიას; სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მითითებულ ზღვარზე მეტი ქულა აქვს მიღებული; საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი: წაკითხულის გააზრება - 6,4 ქულა ანალიტიკური წერა - 7,3 ქულა ლოგიკური მსჯელობა - 5,2 ქულა რაოდენობრივი მსჯელობა - 5,1 ქულა აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა შესაბამის საგანში. საგამოცდო ფურცელში, რომელიც გაიცემა ფაკულტეტებზე, მითითებულია გამოცდის თარიღი და ადგილი. კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისათვის ჩატარდება შესაბამისი ფაკულტეტების დეპარტამენტებში. სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზაციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 31 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი - 65. 2012/2013 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსის წესით ჩასარიცხად გამოყოფილია სულ 1040 ადგილი, მათ შორის: 1. სამშენებლო ფაკულტეტზე - 90 2. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე - 98; 3. სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე - 47; 4. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე - 80; 5. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე - 65; 6. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე - 40 7. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე - 320 8. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე - 300 სამაგისტრო პროგრამების და საგამოცდო ტესტების ნიმუშების გაცნობა შესაძლებელია სტუ-ს სწავლების დეპარტამენტის ვებგვერდზე (www.gtu.ge/sw_dep.php). |
|