|
13-09-2011, 00:55
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 7 სექტემბრის № 94 ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2011 წლის 8 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში.
მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი საბუთები:
1. განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით; 2. პირადობის მოწმობა და მისი ასლი; 3. დაბადების მოწმობა და მისი ასლი; 4. აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მათი ასლები; 5. ორი რეკომენდაცია ორგანიზაციიდან, სადაც კონკურსანტი საბაკალავრო პროგრამას გადიოდა. თუ ასეთი ორგანიზაცია რამდენიმეა, მაშინ იმ ორგანიზაციიდან, სადაც გაიარა საბაკალავრო პროგრამის ძირითადი ნაწილი; 6. ფოტოსურათი 4 ცალი, ზომით 3 х4 სმ; 7. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის); 8. საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის დედანი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (მისი არსებობის შემთხვევაში), ან მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტიდან (www.naec.ge ); 9. თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 15-ლარიანი ქვითარი. ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. საბუთების პირველადი შემოწმება ხდება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს. დეკანატის მიერ ვიზირებულ განცხადებას, საბუთებთან ერთად, აპლიკანტი აბარებს სტუ-ს კანცელარიას; სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მითითებულ ზღვარზე მეტი ქულა აქვს მიღებული; საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი: • წაკითხულის გააზრება - 6,4 ქულა • ანალიტიკური წერა - 7,3 ქულა • ლოგიკური მსჯელობა - 5,2 ქულა • რაოდენობრივი მსჯელობა - 5,1 ქულა აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა შესაბამის საგანში. საგამოცდო ფურცელში, რომელიც გაიცემა ფაკულტეტებზე, მითითებულია გამოცდის თარიღი და ადგილი. კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისთვის ჩატარდება შესაბამისი ფაკულტეტების დეპარტამენტებში. სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზაციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 31 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი - 65. სასპეციალიზაციო გამოცდები ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამებზე ჩატარდება 2011 წლის 20 სექტემბერს, სტუ-ს VIII კორპუსში, კოსტავას ქ. 77, შემდეგი განრიგით: 1000 _1300 საათი • სამშენებლო ფაკულტეტი • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი • სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი 1400 _1700 საათი • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი • ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი • სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები გამოცხადდება ამა წლის 20 სექტემბერს; საპრეტენზიო განცხადებები მიიღება ა.წ. 21 სექტემბერიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, განიხილება 24 სექტემბერს, საბოლოო შედეგები გამოცხადდება 24 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. 2011/2012 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსის წესით ჩასარიცხად გამოყოფილია სულ 700 ადგილი, მათ შორის: 1. სამშენებლო ფაკულტეტზე - 55; 2. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე - 65; 3. სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე - 31; 4. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე - 67; 5. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე - 45; 6. არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების ფაკულტეტზე - 32 7. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე - 200 8. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე - 205 სამაგისტრო პროგრამების და საგამოცდო ტესტების ნიმუშების გაცნობა შესაძლებელია სტუ-ს სწავლების დეპარტამენტის ვებგვერდზე (www.gtu.ge/sw_dep.php). |
|