აბიტურიენტთა განმეორებითი განცხადებების მიღება იწყება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

აბიტურიენტთა განმეორებითი განცხადებების მიღება იწყება სიახლე
30-08-2011, 00:36
აბიტურიენტთა განმეორებითი განცხადებების მიღება იწყება. განცხადებების მიღება 31 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრის ჩათვლით გასტანს. განცხადებები მიიღება: თბილისში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე–6 კორპუსში; რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

10 000 აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა, მეორადი ჩარიცხვებით ჩაირიცხოს აკადემიურ პროგრამებზე ან მეოთხე, მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე.

განმეორებითი განაცხადის შეტანის შესაძლებლობა აქვს აბიტურიენტს, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ მითითებულ ვერც ერთ პროგრამაზე და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა:

აკადემიური პროგრამისთვის მოთხოვნილ 4 გამოცდაში;
უმაღლესი პროფესიული პროგრამებისათვის – ზოგად უნარებში,
ქართული ენისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე – ზოგად უნარებში შესაბამის ენაზე.

განმეორებითი განაცხადის შევსების დროს აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მოთხოვნილი სპეციალური პირობები (შემოქმედებითი ტური/ტესტირება და სხვა, რომელიც დადგენილი ჰქონდა საგანმანათლებლო დაწესებულებას) და არჩევითი საგნები.

საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ადგილები, რომლებზეც პირველადი ჩარიცხვის დროს არ მოხდა აბიტურიენტთა ჩარიცხვა, გამოყენებული იქნება მეორადი ჩარიცხვების დროს განმეორებითი განაცხადების საფუძველზე.

აკადემიური პროგრამისთვის განმეორებითი განაცხადის შევსების თავისებურებანი:

საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ადგილები, რომლებზეც პირველადი ჩარიცხვის დროს არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, გამოყენებული იქნება მეორადი ჩარიცხვების დროს განმეორებითი განაცხადების საფუძველზე უმაღლესი სასწავლებლის მიერ დადგენილი პროპორციის შესაბამისად (მაგ.: თავდაპირველად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საერთაშორისო ურთიერთოებების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ჰქონდა 40 ადგილი (მათემატიკა - 10 ადგილი, ისტორია - 10 ადგილი, გეოგრაფია - 20 ადგილი), პირველადი ჩარიცხვის დროს ადგილები შეივსო ისტორიის არჩევითი საგნის შედეგების საფუძველზე სრულად, ხოლო გეოგრაფიისა და მათემატიკის შედეგების გათვალისწინებით ადგილები არ შეივსო. აღნიშნული თავისუფალი ადგილები გეოგრაფიისა და მათემატიკის არჩევით საგნებზე გადანაწილდება უმაღლესი სასწავლებლის მიერ თავდაპირველად დადგენილი პროპორციით.

განმეორებითი განაცხადების მიღების შემდეგ, პროგრამაზე, სადაც რამდენიმე არჩევითი საგანი იყო მითითებული, ჩარიცხვა ხორციელდება იმ საგნით (საგნებით), რომლისთვის გათვალისწინებული ადგილები არ შეივსო – თუ ამ საგნით ჩარიცხვების შემდეგ დარჩება თავისუფალი ადგილები, ჩარიცხვა განხორციელდება პროგრამის მიერ მითითებული იმ არჩევითი საგნით (საგნებით), რომელთათვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა შეივსო პირველადი ჩარიცხვებისას. მაგ.: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საერთაშორისო ურთიერთოებების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ჰქონდა 40 ადგილი (მათემატიკა - 10 ადგილი, ისტორია - 10 ადგილი, გეოგრაფია - 20 ადგილი), პირველად ჩარიცხვის დროს ადგილები შეივსო ისტორიის არჩევითი საგნის შედეგების საფუძველზე სრულად, ხოლო გეოგრაფიისა და მათემატიკის შედეგების გათვალისწინებით დარჩა თავისუფალი ადგილები. განმეორებითი ჩარიცხვების დროს, თუ მათემატიკისა და გეოგრაფიის შედეგებით ჩარიცხვის შემდეგ დარჩება თავისუფალი ადგილები, ამ ვაკანსიებზე ჩარიცხვა განხორციელდება ისტორიის შედეგებით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ისტორიის გამოცდა, განმეორებითი განცხადებაში მიუთითებს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამას.

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში პირველადი ჩარიცხვების თაობაზე ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge online.naec.ge) გამოვეყნდა. აგრეთვე ლინკი განთავსდა www.onlinenews.ge საინფორმაციო პორტალზე. აბიტურიენტები, სპეციალური საძიებო სისტემით შეიტყობენ ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ. ამავე ვებგვერდებზე განთავსდა და გაზეთ "24 საათში“ დაიბეჭდა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ჩარიცხულ აბიტურიენტთა ნუსხა. მაგთიკომის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტები ინფორმაციის მიღებას მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ – ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი ნომერზე 6232 უნდა გააგზავნონ.

წელს აბარებდა 34 000-მდე აბიტურიენტი, მათაგან მხოლოდ 2500-მდე აბიტურიენტი ვერ გახდა სტუდენტი, 22236 აბიტურიენტი უკვე ჩაირიცხა მისთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე. მსურველთაგან მხოლოდ 7%-მა ვერ გადალახა ზოგადი უნარების გამოცდა.

პროფესიულ პროგრამებზე 1318 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე 424 მსურველი ჩაირიცხა. გასულ წელს ეთნიკური უმცირესობებიდან მხოლოდ 200-მდე მსურველი ჩაირიცხა.

პირველადი ჩარიცხვების შემდეგ დარჩენილი ადგილების ჩამონათვალი სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 31 აგვისტომდე განთავსდება.
 
 

ასევე:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
  • უმაღლეს სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდა
  • მეორადი ჩარიცხვების დროს ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდა
  • მეორადი ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა
  • გრანტირებულ აბიტურიენტთა სიები გამოქვეყნდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge