|
12-09-2012, 12:50
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მეორადი ჩარიცხვების დროს ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოაქვეყნა (www.naec.ge). განმეორებითი განაცხადის შევსების დროს აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მოთხოვნილი სპეციალური პირობები (უცხოური ენა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სხვ).
რეგისტრაციისას აბიტურიენტს ეძლევა საშუალება, აირჩიოს მხოლოდ ის პროგრამა, რომელიც ითხოვს მის მიერ ჩაბარებულ არჩევით საგანს. მეორადი ჩარიცხვებისას მოქმედებს ყველას ის შეზღუდვები და წესები, რაც გათვალისწინებული იყო პირველადი ჩარიცხვების დროს.
რეგისტრაციისას აუცილებელია, აბიტურიენტმა შეიყვანოს ის ხუთნიშნა კოდი, რომელიც მიენიჭა პირველადი რეგისტრაციის დროს. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ რეგისტრაცია არ მიიჩნევა დასრულებულად, თუ არ დააჭერენ ღილაკს "შენახვა".
მეორადი ჩარიცხვებისას აბიტურიენტებზე სახელმწიფო გრანტი არ გაიცემა. |
|