გამოცდები დასრულდა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

გამოცდები დასრულდა სიახლე
19-07-2012, 23:31
გამოცდები დასრულდა. წელს ერთიანმა ეროვნულმა, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდებმა ყოველგვარი ექსცესებისა და ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

35 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან მხოლოდ 2% არ გამოცხადდა, დაგვიანების გამო გამოცდაზე 12 აბიტურიენტი არ დაიშვა, პროცედურული დარღვევების გამო აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

სასერტიფიკაციო გამოცდები პედაგოგებისთვის 2 ივლისს დაიწყო. დარეგისტრირებული 40 000 მასწავლებლიდან პროფესიული უნარები 32 000 - მდე, ხოლო საგნობრივი 27 000-მდე მასწავლებელმა ჩააბარა. პროცედურული დარღვევების გამო გამოცდიდან მხოლოდ ოთხი პედაგოგი მოიხსნა, დაგვიანების გამო არ დაიშვა - 8, პედაგოგთა 10% გამოცდაზე თავად არ გამოცხადდა.

6 ივლისს გამოცდა გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის ჩატარდა, დარეგისტრირებული 5 000-მდე სტუდენტიდან გამოცდაზე 10% არ გამოცხადდა. გამოცდიდან მოხსნის და დაგვიანების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

12 და 13 ივლისს საგამოცდო პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთნენ. მათ გამოცდები ანალიტიკურ წერაში, წაკითხულის გააზრებაში, ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩააბარეს. 2012 წელს სამაგისტრო გამოცდებზე 7 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. არ გამოცხადდა 8%. მომავალი მაგისტრებისთვის მხოლოდ 100%-იანი სახელმწიფო გრანტია გათვალისწინებული, რომელიც 2 250 ლარს შეადგენს.

28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. წელს, საგამოცდო ცენტრები 850-მდე ვიდეოთვალითა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით აღიჭურვა. საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი და დამკვირვებელი ადევნებდა თვალყურს. ამ ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი წლიდან ახალი, 8+1 საგამოცდო მოდელი ამოქმედდება.

2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა:

• 2012 წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; www.online.naec.ge) გაიარეს;

• გაუქმდა მეორადი ჩარიცხვები - შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება მიეცათ;

• მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები დააწესეს;

• 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ;

• წელს პირველად, დაჩქარდება გამოცდების შედეგების გამოცხადება. ოქტომბრის ნაცვლად, შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. საკუთარი ნაშრომების ნახვას აპლიკანტები აგვისტოს დასაწყისში შეძლებენ, ვებგვერდზე: www.naec.ge
http://mes.gov.ge/content.php?id=4198&lang=geo
 
 

ასევე:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
  • გამოცდებზე დარეგისტრირების პროცესი დასრულდა
  • საბოლოო შედეგები საგრანტო კონკურსში მონაწილე სტუდენტებისთვის
  • აბიტურიენტები ბოლო გამოცდას აბარებენ
  • გამოცდის პირველ სესიაზე 335 აბიტურიენტი არ გამოცხადდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge