აპელაციების მიღება დასრულდა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

აპელაციების მიღება დასრულდა სიახლე
16-08-2012, 14:32
გამოცდების ეროვნულ ცენტრში აპელაციების მიღება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 35 000 აბიტურიენტიდან ტესტური დავალებების შეფასება 1000 - მდე აპლიკანტმა გაასაჩივრა. 40 000 პედაგოგიდან 2500 - მდე, ხოლო 7500 მაგისტრანტობის მსურველიდან საპრეტენზიო განაცხადი მხოლოდ 80 - მდე აპლიკანტმა შეავსო. სააპელაციო პროცესში საგრანტო კონკურსში მონაწილე არცერთი სტუდენტი არ ჩართულა.

საპრეტენზიო განაცხადების მიღება 3 აგვისტოს დაიწყო. ყველა აპლიკანტს საშუალება ჰქონდა გაესაჩივრებინა ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილი კვირის ბოლოს გახდება, ხოლო პედაგოგები და მაგისტრანტობის მსურველები გასაჩივრების შედეგბს თვის ბოლოს შეიტყობენ.

შედეგების გაგება შესაძლებელია ვებგვერდის http://online.naec.ge/ - სა და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.

მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისით სარგებლობა ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტს შეეძლება, ამისათვის მათ საგამოცდო ბარათზე წითლად მითითებული 9-ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნონ, წელს უკვე განახლებულ ნომერზე 93 333. მომსახურების საფასური 50 თეთრია.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. პედაგოგები და მაგისტრანტობის მსურველები საბოლოო შედეგებს სექტემბრის დასაწყისში შეიტყობენ.
naec.ge
 
 

ასევე:

  • აბიტურიენტები აპელაციის შედეგებს შეიტყობენ
  • აპელაციის ვადები ცნობილია
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას იწყებს
  • სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციები დაიწყო
  • დღეს სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციის ბოლო დღეა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge