|
10-08-2012, 01:08
პედაგოგთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციები დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 9-14 აგვისტოს პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სამაგისტორო გამოცდებში მონაწილეთა კანდიდატებს საშუალება აქვთ გაასაჩივრონ ნებისმიერი ტესტური დავალების შეფასება.
სააპელაციო განაცხადები მიიღება თბილისში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77), 10.00-იდან - 18.00 საათამდე. ხოლო, რეგიონებში ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრში. განაცხადები მიიღება ყოველდღე, გარდა კვირისა.
ონკურსანტის ნაცვლად საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც წარმოადგენს სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას.
ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. იმ აპლიკანტებს რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვლებათ, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. ამისათვის, მათ განცხადებით უნდა მიმართონ გამოცდების ეროვნულ ცენტრს საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.
აპელაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია:
საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი: BAGAGE22 ანგარიში: GE 63 BG 0000000 892466800 GEL
და
ბაზის ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი:CBASGE22 ანგარიში: GE 85 BS 0000000 000133560 |
|