საგამოცდო რესურსცენტრებში სააპელაციო განაცხადების მიღება იწყება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საგამოცდო რესურსცენტრებში სააპელაციო განაცხადების მიღება იწყება სიახლე
9-08-2011, 20:23
ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, ყველა საგნის მიხედვით, აბიტურიენტთა, სტუდენტთა და მაგისტრობის კანდიდატთა ქულები და ნაშრომებია განთავსებული.

10 აგვისტოს იწყება სააპელაციო განაცხადების მიღება, რომელიც 15 აგვისტოს ჩათვლით გასტანს. სააპელაციო განაცხადები მიიღება თბილისში - ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77), ხოლო რეგიონებში ყველა რაიონულ რესურსცენტრში. განაცხადები მიიღება ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-იდან - 18:00 საათამდე. სააპელაციო კომისიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე უხელმძღვანელებს.

გამოცდებში მონაწილე პირებს, შეუძლია გაასაჩევროს ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასება. სააპელაციო კომისიები ყველა საგანისთვის ცალ-ცალკე იმუშავებს.

აპელაციის ხუთდღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მიღებული განაცხადების განხილვა დაიწყება, რასაც მოგვიანებით პირველადი შედეგების გამოქვეყნება მოყვება.

2011 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს 34 ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღო 6 868 სტუდნტმა, ხოლო ერთიანი სამაგისტრო გამოცდისთვის 7422 კანდიდატი დარეგისტრირდა.

რაც შეეხება პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებს, მისი შეეგების გამოქვეყნება აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.
 
 

ასევე:

  • გამოცდების ცენტრში დღეს სააპელაციო განაცხადების მიღება სრულდება
  • აპელაციის ვადები ცნობილია
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
  • დღეს სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციის ბოლო დღეა
  • სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციები დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge