აპელაციის ვადები ცნობილია » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

აპელაციის ვადები ცნობილია სიახლე
2-08-2012, 15:17
აპელაციის ვადები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათი განცხადებით, 3 აგვისტოს დაიწყება აბიტურიენტთა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება, რომელიც 8 აგვისტოს ჩათვლით გასტანს.

სააპელაციო განაცხადები მიიღება თბილისში - ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77, სააკაძის მოედანი), ხოლო რეგიონებში - ყველა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.

განაცხადები მიიღება ყოველდღე, კვირის გარდა, 10.00-დან - 18.00 საათამდე.

ყველა აპლიკანტს შეუძლია გაასაჩივროს ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასება. სრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც წარმოადგენს სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას.

ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. პირებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვლებათ, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. ამისათვის, მათ განცხადებით უნდა მიმართონ გამოცდების ეროვნულ ცენტრს საბოლოო შედეგების (ჩარიცხვების) გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.


აპელაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია:

საქართველოს ბანკის ნებისიერ ფილიალში.
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიში: GE 63 BG 0000000 892466800 GEL

და

ბაზის ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
ბანკის კოდი: CBASGE22
ანგარიში: GE 85 BS 0000000 000133560

mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციები დაიწყო
  • დღეს სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციის ბოლო დღეა
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს
  • გამოცდების ცენტრში დღეს სააპელაციო განაცხადების მიღება სრულდება
  • საგამოცდო რესურსცენტრებში სააპელაციო განაცხადების მიღება იწყება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge