|
14-08-2012, 00:50
დღეს, 14 აგვისტოს, პედაგოგთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციები სრულდება. 14 აგვისტოს ჩათვლით, პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეთა კანდიდატებს საშუალება აქვთ ნებისმიერი ტესტური დავალების შეფასება გაასაჩივრონ. აპელაციის შეტანა 9 აგვისტოს დაიწყო. სააპელაციო განაცხადები თბილისში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77, სააკაძის მოედანი), ხოლო რეგიონებში - ყველა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში კვირის გარდა ყოველდღე, 10.00-დან - 18.00 საათამდე მიიღება.
კონკურსანტის ნაცვლად საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას წარმოადგენს.
ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია. აპლიკანტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვლებათ, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. ამისათვის, საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში, მათ გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უნდა მიმართონ. |
|