დღეიდან აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეიტყონ აპელაციის შედეგები. შედეგების გაგება ვებგვერდის http://online.naec.ge - სა და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისით სარგებლობა ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტს შეეძლება. ამისათვის მათ საგამოცდო ბარათზე წითლად მითითებული 9-ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი წელს უკვე განახლებულ ნომერზე 93 333 უნდა გაგზავნონ. მომსახურების საფასური 50 თეთრია.
საპრეტენზიო განაცხადების მიღება 3 აგვისტოს დაიწყო. აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასება გაესაჩივრებინათ. შეფასება 1000 - მდე აბიტურიენტმა გაასაჩივრა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. პედაგოგები და მაგისტრანტობის მსურველები საბოლოო შედეგებს სექტემბრის დასაწყისში შეიტყობენ. naec.ge