|
27-05-2011, 18:17
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 30 ივნისს დაიწყება და 21 ივლისს დასრულდება.
პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გაიმართება. 4-5 ივლისს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ. 6 ივლისს ჩატარდება გერმანული, ფრანგული და ინგლისური ენების ტესტირება. ინგლისური ენის ტესტირება 7-8 ივლისს გაგრძელდება. 11 ივლისს აბიტურიენტებს რუსული ენის ჩაბარება მოუწევთ. 12 ივლისს ისტორიის, 13 ივლისს მათემატიკის, 14 ივლისს ლიტერატურის, 18 ივლისს ბიოლოგიის, 19 ივლისს გეოგრაფიის, 20 ივლისს ქიმიის, ხოლო 21 ივლისს ფიზიკის გამოცდები ჩატარდება. ამასთან, 15 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც გაიმართება.
მასში მონაწილეობა იმ სტუდენტებს შეეძლებათ, რომლებმაც თავის დროზე ერთიან ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო გრანტი საერთოდ ვერ მოიპოვეს, ან არსებული დაფინანსება არ აკმაყოფილებთ. |
|