მასწავლებელთა 2011 წლის სასერთიფიკაციო გამოცდები დასრულდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მასწავლებელთა 2011 წლის სასერთიფიკაციო გამოცდები დასრულდა სიახლე
17-08-2011, 03:01
პროფესიული უნარების ტესტებში ბარიერი 5000-მა მასწავლებელმა გადალახა, საგნობრივ ტესტებში კი 4000-მა. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საბოლოო შედეგები, თუ რამდენი მასწავლებელი იქნება სერთიფიცირებული, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"მასწავლებლებს წელს ჰქონდათ შესაძლებლობა, მხოლოდ ერთი გამოცდა ჩაებარებინათ და არა ორივე ერთად. დღეს თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით 5000-მდე პედაგოგი გვყავს, რომლებმაც პროფესიული უნარების ტესტში მოახერხეს ბარიერის გადალახვა და 4000 პედაგოგი გვყავს, რომლებმაც საგნობრივ ტესტებში მოახერხეს ბარიერის გადალახვა. წელს მონაწილეობდა, ფაქტობრივად, ყველა ძირითადი საგნის სპეციალისტი და პედაგოგი, განსხვავებით წინა წლისაგან, როდესაც მონაწილეობას ღებულობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემათიკის, უცხო ენის პედაგობები. მათ წელს შეუერთდა დაწყების კლასის მასწავლებლები, ფიზიკის, ქიმიის, ბილოოგიის, ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები. ასე რომ, რამდენი სერთიფიცირებული მასწავლებელი გვეყოლება წელს, გვეცოდინება სააპელაციო პროცესის დამთავრებისთანავე", - განაცხადა მიმინოშვილმა.

მიმინოშვილის თქმით, დარეგისტრირებული 23 000 პედაგოგიდან დაახლოებით 20000-მდე მიიღო მონაწილეობა გამოცდებში.

სერტიფიცირებული მასწავლებლები ხელფასზე დანამატს - 75 ლარს მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი კომპიუტერისა და ინგლისური ენის გამოცდასაც ჩააბარებს, მისი დანამატი გაიზრდება 200 ლარამდე. ხოლო თუ ორივე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სერთიფიცირებული მასწავლებელი საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 25%-ში მოხვდება, მისი ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი გახდება.

სერთიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ მენტორ მასწავლებლად, ჩაერთონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში და სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამაში, რაც ასევე დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგები დასაჩუქრდნენ
  • კოკა სეფერთელაძე სტუ-ში გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდება
  • მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდა დაიწყო
  • სასერთიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა
  • პრეზიდენტი სერთიფიცირებულ პედაგოგებს შეხვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge