პრეზიდენტი სერთიფიცირებულ პედაგოგებს შეხვდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პრეზიდენტი სერთიფიცირებულ პედაგოგებს შეხვდა სიახლე
11-05-2011, 00:06
საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 2014 წლამდე არის ნებაყოფლობითი. ყოველი წლის ივლისში ყველა პედაგოგს ეძლევა საშუალება, გაიაროს სერთიფიცირება პროფესიულ უნარებსა და მაპროფილებელ საგანში. სასერთიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით იღებს 75 ლარს. სერთიფიცირებულ პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველი წლის აპრილში ჩააბარონ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში მათი ხელფასზე დანამტი იზრდება კიდევ 125 ლარით. ხოლო ამ გამოცდების შედეგად საუკეთესო 25%-ის ხელფასი იქნება 1000 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმ პედაგოგების საუკეთესო 25%-ს შეხვდა, რომლებმაც ორივე სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და მიიღეს უმაღლესი შეფასება. სწორედ ეს პედაგოგები არიან პირველები, რომელთა ხელფასიც ახალი სასწავლო წლიდან იქნება 1000 ლარი.

საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს პედაგოგების კვლაფიკაციის ამაღლებაზე და მათ წახალისებაზე, რაც ხელს უწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას, ახალი კადრების მოზიდვას და დაინტერესებას. სწორედ ამისი დადასტურებაა ის, რომ, 2011 წლის ივნისში სასერტიფიკაციო გამოცდებზე უკვე 24 000 პედაგოგია დარეგისტრირებული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორცილებს არაერთ პროგრამას პედაგოგების წახალისების მიზნით. ყველა მენტორი მასწავლებელი იღებს 160 ლარიან დანამატს ხელფასზე, მაღალმთიან რეგიონებში ხორციელდება პროგრამა ”ასწავლე სქართველოსთვის”, რომლის მონაწილე ყველა პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით იღებს 500 ლარს, ხოლო პროგრამაში ”ქართული, როგორც მეორე ენა” მონაწილე ყველა პედაგოგი იღებს 1000-ლარიან დანამატს ხელფასზე.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგები დასაჩუქრდნენ
  • მასწავლებელთა 2011 წლის სასერთიფიკაციო გამოცდები დასრულდა
  • მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდა დაიწყო
  • საქართველოში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა
  • კოკა სეფერთელაძე სტუ-ში გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge