საუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ავტორები ლონდონში გაემგზავრებიან » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ავტორები ლონდონში გაემგზავრებიან მეცნიერება
18-02-2010, 14:09
საუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ავტორი მასწავლებლები ლონდონში გაემგზავრებიან. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 2009-2010 სასწავლო წელს განხორციელდა ტრენინგების პროგრამა "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში", რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებმა შექმნეს გაკვეთილის გეგმები და სასწავლო პროექტები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ყველა მასალა განთავსებულია ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების საცავში www.lemill.net და პირად ბლოგებზე.
სულ გადამზადდა 3800 პედაგოგი. მათგან 20 საუკეთესო ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი მასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სიგელებით დააჯილდოვა. გარდა ამისა, ისინი დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. ორი საუკეთესო პროექტის ავტორი კი ევროპული სასკოლო ქსელის 24-ე საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, რომელიც ლონდონში 2-იდან 7 მარტის ჩათვლით გაიმართება.
2010 წლის ბოლომდე გადამზადდება 5400 მასწავლებელი და 400 ინფორმაციული მენეჯერი.
 
 

ასევე:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს
  • 15 მასწავლებელი სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება
  • ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილისთვის პედაგოგები დააჯილდოვეს
  • საზაფხულო სკოლის 36 მოსწავლე ლონდონში გაემგზავრება
  • Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge