« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილისთვის პედაგოგები დააჯილდოვეს |
სიახლე |
|
|
14-12-2010, 01:48
ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული საუკეთესო გაკვეთილისთვის 3 პედაგოგი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადეს საუკეთესო გაკვეთილის კონკურსი საპილოტე პროგრამის ”ნეტბუქები პირველკლასელებისთვის” მონაწილე დამრიგებლებისთვის. კონკურსი მიზნად ისახავდა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობასა და ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენების მეთოდების გაზიარებას მასწავლებელთა შორის.
კონკურსის მონაწილე პედაგოგებმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში პირველკლასელებისთვის შექმნეს სასწავლო რესურსები, რაც საგაკვეთილო პროცესში პირველკლასელების მიერ ნეტბუქების გამოყენებას ითვალისწინებს.
საკონკურსო კომისიამ გამოავლინა შემდეგი გამარჯვებული პედაგოგები: მათემატიკასა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებულ საუკეთესო გაკვეთილისთვის დაჯილდოვდა ქ.თბილისის 53-ე სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი თამარ ვარდოსანიძე. ქ.ბათუმის №15 საჯარო სკოლის პედაგოგი ელისო მიქაია დაჯილდოვდა ქართული ენის გაკვეთილისთვის. ქ.ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგი ნარგიზ ბერიძე დაჯილდოვდა ინტეგრირებული ქართული და ინგლისური ენის გაკვეთილებისთვის.
ერთ-ერთმა პედაგოგმა თამარ ვარდოსანიძემ სამინისტროში სადამრიგებლო კლასის თანდასწრებით გამარჯვებული გაკვეთილი წარმოადგინა. mes.gov.ge |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე:
Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდაგანათლების სამინისტრომ საუკეთესო "ტრენერები" დააჯილდოვასაუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ავტორები ლონდონში გაემგზავრებიანსკოლის საუკეთესო ვებგვერდის ავტორი დაჯილდოვდასაინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს
|
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|