Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა სიახლე
18-02-2011, 00:24
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინტერაქტიული დაფის, Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგები დაესწრნენ.

სამინისტროს საინოვაციო ცენტრში კომაროვის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილი ამავე სკოლის მასწავლებელმა ვახტანგ ჯაოშვილმა ჩაუტარა. გაკვეთილი ჩატარდა ინტერაქტიული დაფის გამოყენებით, რომელსაც უნიკალური შესაძლებლობები აქვს. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციასაც იძენს. კვლევებმა აჩვენა, რომ smart board-ის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მათ აკადემიურ მოსწრებას, ამცირებს ახალი მასალის ახსნასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხელს უწყობს მასალის დამახსოვრებას.

სამოდელო გაკვეთილები ინტერაქტიული დაფის გამოყენებით, სამინისტროს ინოვაციურ ცენტრში ყოველდღიურად ჩატარდება. გაკვეთილებს ჩაატარებენ პედაგოგები, რომლებმაც გაიარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები smart board-ის გამოყენებაში. ცენტრის მიერ თბილისის სკოლების 200-მდე მასწავლებელი უკვე გადამზადდა. სამოდელო გაკვეთილებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გაეცნოს სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებს.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილისთვის პედაგოგები დააჯილდოვეს
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს
  • განათლების სამინისტრომ საუკეთესო "ტრენერები" დააჯილდოვა
  • 15 მასწავლებელი სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება
  • საუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ავტორები ლონდონში გაემგზავრებიან






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge