განათლების სამინისტრომ საუკეთესო "ტრენერები" დააჯილდოვა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

განათლების სამინისტრომ საუკეთესო "ტრენერები" დააჯილდოვა სიახლე
19-07-2011, 01:06
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პედაგოგთა "ტრენერები" დააჯილდოვეს.

სპეციალურად დაწესებული საჩუქრები და სიგელები 12 საუკეთესო ტრენერს გადაეცა. TBC ბანკმა პედაგოგებს ფულადი სასაჩუქრე ვაუჩერებიც გადასცა, წიგნების მაღაზია „დიოგენემ“ კი თითოეულ მათგანს წიგნები აჩუქა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენერები 3 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია: მასწავლებლებისა და მონიტორინგის ჯგუფის შეფასებები, ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე არსებული მოთხოვნა და თითოეული მათგანის ორგანიზებულობა. შერჩეულ ტრენერებს შორის არიან პროფესიული უნარების, მათემატიკის, ფიზიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და ქიმიის პედაგოგები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის 30 000-მდე პედაგოგი გადაამზადა. ტრენინგები ჩატარდა როგორც პროფესიულ უნარებში ისე, საგნობრივ ნაწილში. ცენტრი პედაგოგების გადამზადებას ახალი სასწავლო წლიდან განაახლებს. ტრენინგები საქართველოს მასშტაბით ყველა მასწავლებელს ჩაუტარდება.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილისთვის პედაგოგები დააჯილდოვეს
  • კოკა სეფერთელაძე სტუ-ში გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდება
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსს აცხადებს
  • Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
  • საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგები დასაჩუქრდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge