საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს სიახლე
16-06-2010, 01:56
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თბილისის 187-ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ. გადამზადებაში დედაქალაქის რამდენიმე საჯარო სკოლის მასწავლებელი მონაწილეობდა.

როგორც ცნობილია, უკვე მეორე წელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამას ახორციელებენ, რომლის მიზანია მასწავლებლების აღჭურვა ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.

ამჟამად ხორციელდება 2 დონის ტრენინგი: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში (მეორე დონე).

2009 წელს საბაზო ტრენინგები 2119-მა მასწავლებელმა გაიარა. 2010 წელს ჯამში 1900 მასწავლებელი გადამზადდება.
 
 

ასევე:

  • პედაგოგები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადამზადებას გადიან
  • საუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ავტორები ლონდონში გაემგზავრებიან
  • Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
  • ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილისთვის პედაგოგები დააჯილდოვეს
  • 15 მასწავლებელი სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge