პედაგოგები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადამზადებას გადიან » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პედაგოგები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადამზადებას გადიან ტექნოლოგიები
5-12-2010, 01:25
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები პედაგოგებისთვის ტრენინგს მართავს. მასწავლებლები სამდღიან გადამზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადიან. ტრენინგის ფარგლებში ისინი ელექტრონულ რესურსებს გაეცნობიან, რომელიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.

24 პედაგოგისგან შემდგარი ჯგუფის შემდეგ, განათლების და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებლების მომდევნო ნაკადს უახლოეს მომავალში გადაამზადებს.

ტრენინგი 4 დეკემბერს დაიწყო და სამ დღეში დასრულდება. ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლომდებარე სოფლების პედაგოგებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გამართულ ტრენინგს საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე დაესწრო.

4-5 დეკემბერს ტრენინგები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ანაკლიის, განმუხურის, შამგონის, რიყის, ნაჭარმაგევის, რუხის, მეღვრეკისის, კარალეთის, ტყვიავის, ნიქოზის, ტირძნისის, ორსანტიის, კოკისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სხვა სოფლების სკოლების პედაგოგებისთვის გაიმართება.

ტრენინგის თემებია: ისტ-ის როლი და შესაძლებლობები სასწავლო პროცესში; ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადება და განხორციელება.

პედაგოგთა გადამზადება გასული თვიდან დაიწყო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა ტრენინგები ჩაატარეს ნიქოზში, ტყვიავსა და ტირძნისში. მიმდინარე ტრენინგი ისტ-ში მასწავლებელთა გადამზადების დასკვნითი ეტაპია. გადამზადების შემდეგ, პედაგოგები თავის სკოლებში ჩაატარებენ სემინარებს კოლეგებისთვის და დაეხმარებიან მათ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებაში.
 
 

ასევე:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს
  • საუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ავტორები ლონდონში გაემგზავრებიან
  • ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილისთვის პედაგოგები დააჯილდოვეს
  • განათლების სამინისტრომ საუკეთესო "ტრენერები" დააჯილდოვა
  • ვაშლოვანის ეროვნული პარკი საველე საკომუნიკაციო სისტემებით აღიჭურვა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge