|
21-08-2010, 01:57
20 აგვისტოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (TIKA) საქართველოს ოფისის კოორდინატორის მოადგილე თეომან თირიაქმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ ვაშლოვანის ეროვნული პარკისთვის საველე საკომუნიკაციო სისტემების გადმოცემის აქტს მოაწერეს ხელი.
პროექტის ფარგლებში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის სპეციალური საველე საკომუნიკაციო სისტემებით აღჭურვა. ადმინისტრაციის თანამშრომლები გადამზადდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში. პროექტის ბიუჯეტმა შეადგინა 35 000 ლარი.
ვაშლოვანის ეროვნული პარკის საკომუნიკაციო სისტემებით უზრუნველყოფის პროექტი დაცული ტერიტორიის თანამშრომლებისთვის კომუნიკაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. საკომუნიკაციო სისტემები პარკის რეინჯერებს ხელს შეუწყობს საველე პირობებში მუშაობისას, მობილური კავშირის შეზღუდულ პირობებში, შეუფერხებლად აწარმოონ პატრულირება, ვიზიტორთა მომსახურების უზრუნველყოფის და დაცვის გაუმჯობესების მიზნით. ghn.ge |
|