|
10-07-2013, 13:35
მკვლევართა ჯგუფმა ყაზბეგის რაიონში ტრავერტინების მდგომარეობა შეისწავლა და აგეგმვითი სამუშაო ჩაატარა. სამუშაოს ატარებდნენ “საქართველოს ტერიტორიაზე პერსპექტიული ბუნების ძეგლების აღრიცხვას, მათი მდგომარეობის აღწერას და შეფასებას დაცული ტერიტორიის კატეგორიის განმსაზღვრელი კომისიის” წევრები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ფოფორაძე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მოისწრაფიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”NACRES”-ის წარმომადგენელი კახა არცივაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი ეკა კაკაბაძე, გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი კობა ხარაძე,გარემოსდაცვითი პროექტების ხელმძღვანელი ზაზა გაგუა.
მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა აგეგმვითი სამუშაო, შეისწავლა ტრავერტინების მდგომარეობა. შესაბამისი კომისია უახლოეს ხანში მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას ჯვრის უღელტეხილსა და თრუსოს ხეობის ტრავერტინებისთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ, რითაც ტრავერტინები კანონით იქნება დაცული და ბუნების დამცველები უკვე კანონით დაიცავენ მის ხელშეუხლებობას. |
|