|
8-02-2010, 21:44
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე მიხალ პასტვინსკიმ და ახმეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ საგრანტო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ჩეხეთის განვითარების სააგენტო თუშეთის მოსახლეობისთვის შეიძენს 410 000 დოლარის ღირებულების მზის ბატარეების სისტემებს. შეთანხმების მიხედვით, გრანტი მოხმარდება თუშეთში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, საოჯახო სასტუმროების მფლობელ ოჯახებს, სამედიცინო ფუნქტებს და მესაზღვრეებს. პროექტის მიზანია, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა. |
|