|
15-04-2013, 21:30
17 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ტარდება საერთაშორისო კონფერენცია “ახალგაზრდა ინჟინრების როლი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითრებაში”. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს უნივერსიტეტების ენერგეტიკული ფაკულტეტების სტუდენტები.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული “ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტი” და საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აწყობენ კონფერენციას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლების და ახალგაზრდა ინჟინრებისთვის.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ინჟინრების როლის გაძლიერებას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას, რაც, თავისმხრივ, მათ შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. |
|