|
17-04-2013, 13:56
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა კონფერენცია “ახალგაზრდა ინჟინრების როლი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითრებაში”. კონფერენცია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა.
საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ტარდება. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული “ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტი” და საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აწყობენ კონფერენციას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლების და ახალგაზრდა ინჟინრებისთვის.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ინჟინრების როლის გაძლიერებას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას, რაც, თავისმხრივ, მათ შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. |
|