საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის ნ. ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „ჰიდროგენერაციის და ენერგეტიკის დაგეგმვის პროექტისა“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით, ჩატარდა კონფერენცია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ინჟინრებისთვის.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სექტორის სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს უნივერსიტეტების ენერგეტიკული ფაკულტეტების სტუდენტები, საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსავლეები, პროფესიული და აკადემიური სფეროების სხვა წარმომადგენლები.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ინჟინრების როლის გაძლიერების ხელშეწყობას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, მათ შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. წლევანდელ კონფერენციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა ქალი ლიდერების ჩართულობის გაზრდას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, ასევე, საჯარო სკოლების უფროსკლასელების მონაწილკეობის ხელშეწყობას და მათ ინტენსიურ ჩართვას კონფერენციის მიმდინარეობის პროცესში.