ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ინჟინრებისთვის კონფერენცია ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ინჟინრებისთვის კონფერენცია ტარდება სტუ
22-04-2014, 15:17
ხვალ, 23 აპრილს, 14:00 საათზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „ჰიდროგენერაციის და ენერგეტიკის დაგეგმვის პროექტი“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის ნ. ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, აწყობენ კონფერენციას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ინჟინერბისთვის.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ინჟინრების როლის გაძლიერებას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, მათ შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. წლევანდელ კონფერენციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდა ქალი ლიდერების ჩართულობის გაზრდას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, ასევე, საჯარო სკოლების უფროსკლასელების მონაწილკეობის ხელშეწყობას და მათ ინტენსიურ ჩართვას კონფერენციის მიმდინარეობის პროცესში.

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს უნივერსიტეტების ენერგეტიკული ფაკულტეტების სტუდენტები.
 
 

ასევე:

  • ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ინჟინრებისთვის კონფერენცია ჩატარდა
  • სტუ-ში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კონფერენცია ტარდება
  • კახა კალაძემ სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
  • ენერგეტიკის დარგში საგანმანათლებლო ცენტრი ჩამოყალიბდება
  • სტუ-ში დასაქმების ფორუმი ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge