"ოლპსმა" განვითარებადი ქვეყნების ბავშვებისთვის კომპიუტერი შექმნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ოლპსმა" განვითარებადი ქვეყნების ბავშვებისთვის კომპიუტერი შექმნა ტექნოლოგიები
11-01-2010, 10:54
კომპანია "ოლპსმა", რომელიც 100 დოლარის ღირებულების ნოუთბუქის პროექტზე მუშაობს, განვითარებადი ქვეყნების ბავშვებისთვის მიკროკომპიუტერის დიზაინი გამოიგონა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პირველი მიკროკომპიუტერი სენსორული დისპლეით XO-3 ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება და მისი ფასი 100 დოლარზე ნაკლები იქნება.
XO-3 ჩაანაცვლებს 2007 წელს გამოშვებულ წინამორბედ პირველ ნოუთბუქს XO-ს. სულ მსოფლიოს 35 ქვეყანაში ბავშვები 1,4 მილიონ ცალ ამგვარ კომპიუტერს მოიხმარენ.
"ოლპსის" ევროპული განყოფილების ხელმძღვანელის, უოლტერ დე ბრაუერის თქმით, იგი აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და რამდენიმე მათგანი უკვე დაინტერესდა აღნიშნული პროექტით. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კომპიუტერებს კრედიტით შეიძენს, მოსწავლეები ნოუთბუქით თვეში ერთ ევროდ ისარგებლებენ.
აღსანიშნავია, რომ აბრევიატურა "ოლპსი" იშიფრება როგორც- ”თითო ლეპტოპი ყველა ბავშვს”.
 
 

ასევე:

  • “ასუსი” 3D-ნოუთბუქს გამოუშვებს
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება ტრეინინგი,,მეტროლოგია ქიმიაში“
  • Apple-ი iPad 3-ის წარმოებას იწყებს
  • პირველი ტელეფონი მზის ელემენტით
  • ჩეხეთი თუშეთის მოსახლეობისთვის 410 000 დოლარის ღირებულების მზის ბატარეების სისტემებს შეიძენს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge