|
4-06-2015, 17:01
9-11 ივნისს ევროკავშირის ორგანიზაცია - ერთობლივი კვლავითი ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში ატარებს ტრეინინგს ,,მეტროლოგია ქიმიაში“. ტრეინინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპული ხედვის განვითარებას წევრ ქვეყნებში და იმ ქვეყნებში, რომელთაც აქვთ სამომავლო პერსპექტივა, გახდნენ ევროკავშირის წევრები.
აღნიშნული კურსი, რომელიც ფინანსდება ევრიკაშირის მიერ, დაეხმარება ლაბორატორიების ხარისხის მენეჯერებსა და სპეციალისტებს, ლაბორატორიებში ეფექტურად და ორგანიზებულად განახორციელონ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) ტექნიკური მოთხოვნები. სტანდარტის ტექნიკური მოთხოვნების ინტერპრეტაცია არის მთავარი გამოწვევა, როგორც მათთვის, ვინც ახორციელებს ქიმიურ და ბიოლოგიურ ანალიტიკურ გაზომვებს, ასევე მათთვისაც, ვინც აწარმოებს ტექნიკურ აუდიტს ამ სფეროში.
„ISO ტრეინინგი უდავოდ სასარგებლოა მონაწილეთათვის იმ თვალსაზრისით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში განხილული იქნება ქიმიური და ბიოლოგიური გაზომვების თავისებურებები და გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას საერთაშორისო ბაზარზე დაფუძნებისთვის. ევროპული სტანდარტების მიხედვით პროდუქციის წარმოებისთვის გარკვეული მოთხოვნებია. ევროკავშირი ევროპის ბაზარზე მხოლოდ სერტიფიცირებულ პროდუქტებს უშვებს და აღნიშნული გზით თავისი მომხმარებლის უსაფრთხოებას იცავს. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური მოთხოვნების განხორციელება კი კარგად ორგანიზებულ მეტროლოგიურ უზრუნველყოფასთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შეკრების მისია და მისი შედეგი. აღნიშნული ტრეინინგი, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში სპეციალისტთა პროფესიონალურ მომზადებას და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობას“, - აცხადებენ სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები. |
|