კონფერენციის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების სექცია » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

კონფერენციის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების სექცია სტუ
18-06-2013, 19:51
კონფერენციის  ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების სექცია სტუდენტთა 81-ე ღია საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის განრიგის მიხედვით 12 ივნისს ჩატარდა ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების სექციის სხდომა.

კონფერენციის  ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების სექცია
აღნიშნილ სექციაზე რეფერატიულ სამუშაოებთან ერთად წარმოდგენილ იქნა კვლევითი ხასიათის სამუშაოები აქტუალურ სამეციერო მიმართულებების მიხედვით:
ერთ-ერთ სამუშაოში საინტერესოდ იქნა გაშუქებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საკითხები, რომელიც ყველა ერის უმთავრესი მისიაა. კვალიფიციური ქიმიკოსი განსაზღვრავს სარესტავრაციო სამუშაოების მეთოდიკას, რათა საუკუნეების ქარ-ცეცხლში გამოვლილი ისტორიული არქიფაქტები თაობებს შეუნარჩუნდეთ (მონხსემებლები: ნათია გედევანიშვილი და კესარია მეფარიშვილი, I კურსი, 4230 ჯგუფი ხელმძღ. სრ. პროფ. რევაზ კლდიაშვილი და დოქტორანტი თამარ გაგნიძე).

კონფერენციის  ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების სექცია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო ცენტრში ჩატარებული კვლევებით მიღებულ იქნა საქართველოს ხილ-კენკროვანი ნედლეულიდან შესქელებული წვენები, რომელთა შესახებ წარმატებულად მოახსენეს ნინო ჩოთალიშვილმა და გიორგი ბეგიაშვილმა (I კურსი, 4230 ჯგუფი, ხელმძღ. სრ. პროფ. თენგიზ წივწივაძე და ქიმიის აკად. დოქ. ნოდარ ჩიგოგიძე). მათ მიერ რეკომენდებულ იქნა ხილ-კენკროვანი კულტურების გადამუშავების ახალი ტექნოლოგიური სქემები და ორიგინალური რეცეპრურები კონცენტრირებული საკუპაჟე წვენების საწარმოებლად ბავშვთა ჯანმრთელი კვებისათვის, რაც არსებითად გააფართოებს სასაქონლო პროდუქციის ასორტიმენტს, რომელსაც უნიკალური კვებით ღირებულებებთან ერთად აქვს ფასდაუდებელი სამკურნალო თვისებები.
ბაქტერიოფაგების დამიზნულად უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით განხილულ იქნა ბიოდეგრადირებადი ბაქტერიოფაგების კომპოზიტების გამოყენების პერსპექტივა (მომხენებელი გიორგი ჭუმბურიძე, ხელმძღ. სრ. პროფ. რამაზ ქაცარავა, ასოც. პროფ. როსტომ გაფრინდაშვილი).

კონფერენციის  ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების სექცია
ასევე, სექციაზე წარმოდგენილი სხვა ტექნოლოგიური სამუშაოებისას მიღებული შედეგებიც იძლევა არგუმენტირებულ პროგნოზირებას მათი პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.

ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი ულოცავს სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილეობით მიღებულ შედეგებს და უსურვებს შემდეგ წარმატებებს.
 
 

ასევე:

  • იწყება ლექციების კურსი „შემოდგომის ლექციები თბილისში - 2“
  • სტუ-ში სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
  • დასრულდა კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013"
  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება"
  • სტუ-ში სტუდენტთა 82-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge