[შალუტაშვილი ლაშა, http://enews.ge]
<br>
როგორც ჩანს მწვანე ტექნოლოგიები სეზონის მოდად ითვლება. კომპანია Samsung-მა გამოუშვა მსოფლიოში პირველი მობილური ტელეფონი, რომელიც იტენება მზის ენერგიით. მოდელი E1107 ასევე ცნობილია Crest Solar-ის სახელით. როგორც კომპანია იუწყება, მისი მზეზე 5 წუთის დატენვის შემთხვევაში შესაძლებელია 10 წუთი საუბარი.
სხვა დანარჩენი მას აქვს ჩვეულებრივი მობილური ტელეფონის. მას აქვს რადიო MP3 Player-ი და სხვა მრავალი რამ. ასევე გააჩნია ფანარი, რომელიც ალბათ უკვე ყველა მიხვდით დიდი ხანი ვერ მუშაობს, იმის გამო, რომ იგი ითხოვს დიდ ენერგიას. აზიურ ბაზარზე Samsung E1107 ღირს 89$-ი. ჯერჯერობით უცნობია სხვა ქვეყნების ბაზრის ფასები.