|
12-01-2010, 14:05
კომპანია ”Google”-მა საზოგადოებას ახალი მობილური ტელეფონი _ ”NexusOne” წარუდგინა. პრეზენტაცია, რომელზე დასწრებაც მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი, კალიფორნიაში, კომპანიის სათავო ოფისში გაიმართა. ”Nexus One” სენსორული ეკრანის მქონე აპარატია, რომელიც ტაივანურ მწარმოებელ HTC-სთან ერთად შეიქმნა და რომელშიც ”Google Android”-ის ოპერაციული სისტემაა გამოყენებული. ახალი ტელეფონის ყიდვა ამერიკაში ”Google”-ისა და ”T-mobile”-ისგან იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით კი მას ევროპაში კომპანია ”Vodafone” გაყიდის, აშშ-ში კი - ”Verizon”-ი. ”პირდაპირ ”Google”-ისგან ყიდვის შემთხვევაში, ტელეფონი 529 დოლარი ეღირება, ხოლო კომპანია ”T-Mobile”-სთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში - 179 დოლარი. |
|