|
10-10-2011, 13:58
Google-ში, საქართველოს ადგილზე, ე.წ. თეთრი ლაქა აღარ არის. უპრეცენდენტო საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სივრცობრივი მონაცემები უკვე განთავსდა. ამიერიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საქართველოს შესახებ დეტალური ინფორმაცია Google Map-ზე მოიძიოს.
Google-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებდა. საჯარო რეესტრში უკვე წელიწად-ნახევარია გეოგრაფიულ და სივრცობრივ მონაცემებს აგროვებდნენ იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე ჩვენი ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულიყო. ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ ვებგვერდზე უკვე დევს. ინტერაქტიული რუკის შექმნაზე საჯარო რეესტრის GIS-ჯგუფი აქტიურად მუშაობდა. |
|