სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში ფოტოჯიხურები განთავსდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში ფოტოჯიხურები განთავსდა სიახლე
5-02-2010, 14:14
დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სააგენტოს მომსახურების სფეროში დანერგილი სიახლე გააცნო. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოსახლეობას კიდევ ერთ ახალ სერვისს სთავაზობს. დღეიდან მოქალაქეს ICAO (International Civil Aviation Organization) სტანდარტის შესაბამისი ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შეეძლება.
პასპორტის ან პირადობის მოწმობისთვის საჭირო სურათს მოქალაქე სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში დამონაჟებულ სპეციალურ ფოტოჯიხურში გადაიღებს. ამის შემდეგ ფოტო მოხვდება სააგენტოს ცენტრალურ სერვერზე და ავტომატურად მიებმება შესაბამის განაცხადს.
ეს სიახლე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და “ერთი ფანჯრის” კონცეფციის განხორციელებას შეუწყობს ხელს. სამოქალაქო რეესტრის ოფისში მისულ მოქალაქეს დამატებით აღარ უწევს სხვა დაწესებულებებში (ფოტოსალონი, ბანკი) გასვლა. მას შეუძლია ადგილზე გადაიღოს ფოტო და გადაიხადოს მომსახურების საფასური.
ბიომეტრიული ფოტოსურათის გადასაღები ფოტოჯიხურები საქართველოს მაშტაბით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურში განთავსდა. იტალიური კომპანია “DEDEM”-ის დამზადებული აპარატები სააგენტოს ტენდერში გამარჯვებულმა შპს “IB- Georgia"-მ მიაწოდა.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დღეისთვის იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში მოქალაქეზე ორიენტირებული კიდევ ერთი სერვისი დაინერგა, რომლითაც მოქალაქეს გაუმარტივდება ფოტოსურათის გადაღების პროცესი.
მისი თქმით, სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში განთავსებული ფოტოჯიხურების საშუალებით მოქალაქე ოფისიდან გაუსვლელად თავად გადაიღებს ფოტოსურათს.
აღნიშნული ჯიხური ამოწმებს ფოტოსურათის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.
 
 

ასევე:

  • სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტითაა შესაძლებელი
  • Summer job-ი დასასრულს მიუახლოვდა
  • საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო
  • სტუ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ითანამშრომლებენ
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სტუ-ის სტუდენტებს პერსონალს შეხვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge