|
20-08-2012, 16:45
Summer job-ი დასასრულს მიუახლოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი სააგენტოში დღეს Summer job-ის ფარგლებში დასაქმებულ სტუდენტებს შეხვდა, მუშაობის შედეგებს გაეცნო და წარმატებები უსურვა.
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საქართველოში ავტორიზებული სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის 100 სტუდენტი მუშაობდა.
დასაქმების პროექტის Summer job–ის მონაწილეები, რომელთაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აირჩიეს, იურიდიულ სამსახურში, რეგისტრაციისა და კადასტრის, დამისამართების სამსახურებში, არქივსა და თბილისის ტერიტორიულ ოფისში სხვადასხვა ფუნქციაზე განაწილდნენ. ისინი 20 ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში ასრულებდნენ ოპერატორებისა და ასისტენტების მოვალეობებს, გამოცდილება შეიძინეს და ხელფასიც მიიღეს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი Summer job-ი გამიზნული იყო იმისათვის, რომ სტუდენტებს შესძლებოდათ კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება. ასევე, შესაძლებლობა შეჰქმნოდათ გამომუშავებული თანხით საკუთარი სწავლა დააფინანსებინათ, გამოიყენებინათ შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და სხვა მიზნებისთვის. ipn.ge |
|