მინისტრი Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

მინისტრი Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდა სიახლე
17-04-2012, 20:50
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 600-ზე მეტი სტუდენტი სამედიცინო სფეროში დასაქმდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პროექტის მონაწილე სტუდენტებთან ერთად ქალაქ წნორში ახლად გახსნილ ”არქიმედეს კლინიკას” ეწვივნენ და ის გარემო დათვალიერეს, სადაც მომავალი ექიმები ზაფხულში დასაქმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

დასაქმების პროექტის ”Summer Job” მონაწილეები, რომელთაც სამედიცინო მიმართულება აირჩიეს, საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ. მათ სხვადასხვა სამუშაოს შესრულება მოუწევთ, ამით ისინი გამოცდილებას შეიძენენ და პირველ ანაზღაურებასაც მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის ”Summer Job” ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, სხვადასხვა სახელმწიფო და თუ კერძო სექტორში იმუშავებენ. თითოეული სტუდენტი ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს.

ერთთვიანი სამუშაოს შესრულებისას გამომუშავებული თანხა სტუდენტს საშუალებას მისცემს საკუთარი სწავლა თავად დააფინანსოს ან თანხა სურვილისამებრ გამოიყენოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • მერია 10 000 სტუდენტს სხვადასხვა სფეროში დაასაქმებს
  • დიმიტრი შაშკინი და ვლადიმერ ვარძელაშვილი "Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდნენ
  • სტუდენტური დასაქმების პროგრამა გრძელდება
  • Summer Job-ის პროექტში სახელმწიფო უწყებები ერთვებიან
  • Summer Job-ის საიტისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge