მერია 10 000 სტუდენტს სხვადასხვა სფეროში დაასაქმებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მერია 10 000 სტუდენტს სხვადასხვა სფეროში დაასაქმებს სიახლე
9-04-2012, 23:08
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფო და კერძო სექტორში 25 000 სტუდენტი დასაქმდება.

თბილისის მერია 10 000 სტუდენტს სხვადასხვა სფეროში დაასაქმებს. 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, სტუდენტები ქალაქის გამწვანებაზე, კეთილმოწყობასა და დასუფთავებაზე იზრუნებენ. ისინი ასევე ყველა იმ პროექტში ჩაერთვებიან, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს.

თბილისის მერი გიგი უგულავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დასაქმების პროექტში მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. უგულავამ სტუდენტებს ქალაქის მასშტაბით, მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების შესახებ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

სტუდენტური დასაქმების პროექტ: Summer Job”–ის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობს თბილისის მერია, რადგან წლების განმავლობაში აღნიშნულ სფეროში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია. პროექტის ფარგლებში, მერიის საქალაქო სამსახურებში და სხვადასხვა მუნიციპალურ სტრუქტურულ ერთეულში ერთი თვის განმავლობაში 10 000 სტუდენტი დასაქმდება.

სტუდენტური დასაქმების პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური გამოცდილების მიღებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილ ვაკანსიებზე II-დან IV კურსის ჩათვლით ბაკალავრიატის 25 000 ათასი სტუდენტი დარეგისტრირდა. შეთავაზებული სხვადასხვა სფეროს 70-მდე სამუშაო სახეობებიდან მათ სასურველი ერთი ვაკანსია აირჩიეს.

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. თითოეული სტუდენტი ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს.

ერთთვიანი სამუშაოს შესრულებისას გამომუშავებული თანხა სტუდენტს საშუალებას მისცემს საკუთარი სწავლა თავად დააფინანსოს ან თანხა სურვილისამებრ გამოიყენოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • მერიამ 10 000-მდე სტუდენტი დაასაქმა
  • სტუდენტური დასაქმების პროგრამა გრძელდება
  • მინისტრი Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდა
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო 300 სტუდენტს დაასაქმებს
  • დიმიტრი შაშკინი და ვლადიმერ ვარძელაშვილი "Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge