სტუდენტური დასაქმების პროგრამა გრძელდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუდენტური დასაქმების პროგრამა გრძელდება სიახლე
6-08-2012, 23:10
სტუდენტური დასაქმების პროექტის „ Summer job"-ის ფარგლებში, თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში 10 000-მდე სტუდენტი დასაქმდა. ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტები კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, სხვადასხვა სახის სამუშაოს ასრულებენ და ყველა იმ პროექტში არიან ჩართული, რომელსაც თბილისი მერია ახორციელებს. ერთ-ერთი სფერო, სადაც სტუდენტები დასაქმდენენ ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვაა. ეკოკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში 600-მდე სტუდენტი დასაქმდა. ისინი მერიის დაქვემდებარებულ პარკებსა და სკვერებში ხეებისა და ბუჩქების ფორმირებაში, თვითამონაყარი მცენარეების გაწმენდით და დასუფთავებით სამუშაოებში მონაწილეობენ.

თბილისის მერი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულ ბაღში დასაქმებულ სტუდენტებს გაესაუბრა. სტუდენტური დასაქმების პროექტ:" Summer job "-ის განხორციელებაში თბილისის მერია აქტიურად მონაწილეობს. პროექტის ფარგლებში, მერიის საქალაქო სამსახურებში და სხვადასხვა მუნიციპალურ სტრუქტურულ ერთეულში 10 000-მდე სტუდენტი დასაქმდა.
 
 

ასევე:

  • მერია 10 000 სტუდენტს სხვადასხვა სფეროში დაასაქმებს
  • მერიამ 10 000-მდე სტუდენტი დაასაქმა
  • Summer job-ი დასასრულს მიუახლოვდა
  • მინისტრი Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდა
  • სტუდენტები სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარებიან






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge