სტუდენტები სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარებიან » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუდენტები სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარებიან სიახლე
21-07-2012, 20:32
„Summer Job”-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში დასაქმებული სტუდენტების უმრავლესობამ გაწმენდით სამუშაოში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ზაფხულის არდადეგებზე დასაქმებული 25 000 სტუდენტიდან, კახეთის რეგიონში გამოყოფილ ვაკანსიებზე 800-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა. ერთი თვის განმავლობაში მათ წინასწარ შერჩეული სხვადასხვა კეტეგორიის დავალება უნდა შეესრულებინათ, მაგრამ კახეთში განვითარებული მოვლენების გამო ისინი დზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე პროგრამა „Summer Job”-ის ფარგლებში დასაქმებულ სტუდენტებს თელავში შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ გულისხმიერებისთვის.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სამოცდაათამდე სფეროში - სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს- და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. დასაქმდნენ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდა და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობას საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები იღებენ და მათი ხელფასი 500 ლარს შეადგენს.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • "Summer Job"-თან დაკავშირებით სტუ-ში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
  • ”Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი რეგისტრაცია ჩატარდა
  • Summer Job-ში მონაწილეობის მსურველთა ხელახალი რეგისტრაცია იწყება
  • Summer Job-ის საიტისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა
  • მერია 10 000 სტუდენტს სხვადასხვა სფეროში დაასაქმებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge