Summer Job-ში მონაწილეობის მსურველთა ხელახალი რეგისტრაცია იწყება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

Summer Job-ში მონაწილეობის მსურველთა ხელახალი რეგისტრაცია იწყება სიახლე
30-05-2012, 13:22
4 ივნისს პროექტ Summer Job-ში მონაწილეობის მსურველი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ხელახალი რეგისტრაცია იწყება. საიტზე www.summerjob.ge რეგისტრაცია დილის 9 საათიდან იქნება შესაძლებელი. დღეიდან კი, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარ შეარჩიონ სასურველი სამუშაო ადგილი. ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოძიება მათ ვებგვერდზე შეუძლიათ, რაც საშუალებას მისცემთ რეგისტაციის დღეს სასურველი სამუშაოს არჩევაში დრო აღარ დაკარგონ და პირდაპირ რეგისტრაცია გაიარონ. სტუდენტებისთვის ვაკანტური 1500-ზე მეტი ადგილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

პროგრამა Summer Job-ში სტუდენტთა რეგისტრაცია 20 მარტიდან დაიწყო და ინტერნეტით, დასწრების პრინციპით განხორციელდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დარეგისტრირებულ სტუდენტთა ნაწილის გეგმები შეიცვალა, ისინი პროექტს გამოეთიშნენ. ამ სტუდენტთა რაოდენობა 7%-ზე ნაკლებია. გამოთავისუფლებულ სამუშაო ადგილებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 4 ივნისიდან ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი ”Summer Job” საქართველოში წელს პირველად ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.

სტუდენტებს სამოცდაათამდე სფეროში დასაქმდებიან, კერძოდ: სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმართველობის ორგანოებში და ა.შ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.

პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტებმა კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება შეძლონ. გამომუშავებული თანხით კი საკუთარი სწავლა დააფინანსონ ან შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ. საკუთარი სურივილისამებრ გამოიყენოსნ. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • ”Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი რეგისტრაცია ჩატარდა
  • "Summer Job"-თან დაკავშირებით სტუ-ში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
  • SummerJob.ge-ზე რეგისტრაცია დაიწყო
  • Summer Job-ის საიტისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუდენტები სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარებიან






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge