|
20-07-2012, 12:30
დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი "Summer Job"-ი ამოქმედდა და 20 აგვისტომდე გასტანს. პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
"Summer Job"-ში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.
სტუდენტებს სამოცდაათამდე სფეროში დასაქმდებიან, კერძოდ: სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს- და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.
პროექტი "Summer Job"-ი გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტებმა კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება შეძლონ. გამომუშავებული თანხით კი საკუთარი სწავლა დააფინანსონ ან შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისთვის და ა.შ. საკუთარი სურივილისამებრ გამოიყენონ. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში. |
|