მერიამ 10 000-მდე სტუდენტი დაასაქმა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

მერიამ 10 000-მდე სტუდენტი დაასაქმა სიახლე
24-07-2012, 13:35
თბილისის მერი გიგი უგულავა 109-ე საბავშვო ბაღში სტუდენტებს შეხვდა, დასაქმების პროექტზე გაესაუბრა და სტუდენტებთან ერთად, ბაღის შენობის კედლების შელესვასა და შეღებვაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ სხვადასხვა მუნიციპალურ სექტორში 10 000-მდე სტუდენტი დაასაქმა. ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტები ქალაქის გამწვანებაზე, კეთილმოწყობასა და დასუფთავებაზე იზრუნებენ. სტუდენტები ასევე ყველა იმ პროექტში ჩაერთვებიან, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. 1000-მდე სტუდენტი საბავშვო ბაღების შენობების სარემონტო სამუშაოში მონაწილეობს, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, თბილისის მერიის ინიციატივით, ყოველწლიურად მიმდინარეობს. დასაქმების პროექტის ფარგლებში, სტუდენტები ქალაქის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის 158 დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად იზრუნებენ. სტუდენტური დასაქმების პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური გამოცდილების მიღებას. თითოეული სტუდენტი ერთი თვის განმავლობაში, ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს.
 
 

ასევე:

  • მერია 10 000 სტუდენტს სხვადასხვა სფეროში დაასაქმებს
  • სტუდენტური დასაქმების პროგრამა გრძელდება
  • მინისტრი Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდა
  • Summer job-ი დასასრულს მიუახლოვდა
  • სტუდენტები სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარებიან






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge