საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სტუ-ის სტუდენტებს პერსონალს შეხვდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სტუ-ის სტუდენტებს პერსონალს შეხვდა სტუ
13-11-2013, 17:26
დღეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე კერესელიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-გეოდეზიის ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. სააგენტოს თავმჯდომარე სტუდენტებს ქვეყნისთვის საინჟინრო გეოდეზიის სფეროს მნიშვნელობასა და მისი განვითარების აუცილებლობაზე ესაუბრა.

მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კანონის საფუძველზე დაევალა ქვეყანაში სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა, ამ სფეროს განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სახელმწიფოს მხრიდან.

“საქართველო საინჟინრო გეოდეზიის სფეროში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მკვეთრ ნაკლებობას განიცდის. სწორედ ამ სფეროს განვითარების და ახალი კადრების მომზადების მიზნით, საჯარო რეესტრი დახმარებით განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიის დეპარტამენტის სრული რეკონსტრუქცია და იგი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. სტუდენტები რეაბილიტირებულ შენობაში, განახლებული სასწავლო ლიტერატურით ეუფლებიან პროფესიას”, - აცხადებენ სააგენტოში.

საინჟინრო-გეოდეზიის სფეროს განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის: ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების დაგეგმარებისას, მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელების, მშენებლობის, სავტომობილო და სარკინიგზო, სარწყავი და საირიგაციო სისტემების, ელექტროგადამცემი ხაზების, გვირაბების და სხვა მრავალი სფეროს საპროექტო და სამშენებლო საქმიანობის სწორად დაგეგმვისთვის.

საჯარო რეესტრი უკვე 2 წელზე მეტია უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების, სამეურნეო, სამეცნიერო დარგებს მაღალი სიზუსტის გეოდეზიური მონაცემებით და ადგილმდებარეობის შესახებ უახლესი ტოპოგრაფიული და კარტოგრაფიული პროდუქციით.
 
 

ასევე:

  • სტუ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ითანამშრომლებენ
  • სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • Summer job-ი დასასრულს მიუახლოვდა
  • სტუ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მემორანდუმს გააფორმებენ
  • Google-ში საქართველოს შესახებ მონაცემები განთავსდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge