|
21-12-2009, 10:42
”Google” უფასო ახალ ამბებს შეზღუდავს. გაზეთების გამომცემლებს ამიერიდან შესაძლებლობა ექნებათ, შეზღუდვები დააწესონ იმ სტატიებზე, რომელთა მოძებნა და წაკითხვაც ”Google”-ის საძიებო სისტემით იქნება შესაძლებელი, _ აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები. ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე გამომცემლობამ კომპანია იმაში დაადანაშაულა, რომ ”Google” მათი ინტერნეტგამოცემების ახალი ამბების მიწოდებით ფულს შოულობდა. ახლა კი მსურველ მედიაგამომცემლობებს შესაძლებლობა აქვთ ”First Click Free”-ის პროგრამას შეუერთდნენ, რომელიც მომხმარებლებს შეზღუდულ ვებგვერდებს უბლოკავს. მომხმარებლებს, რომლებიც დღის განმავლობაში ერთი გამომცემლობის 5-ზე მეტ სტატიას გახსნიან, სპეციალურ გვერდზე გადაამისამართებენ, სადაც მათ გაზეთის ან ჟურნალის საიტზე დარეგისტრირებას, ან სასურველი მასალის სრული ვერსიის წასაკითხად თანხის გადახდას შესთავაზებენ. |
|