|
13-02-2011, 13:49
Apple-ი iPhone-ის ახალ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც, სავარაუდოდ, Android Google-ის საოპერაციო სისტემის ბაზაზე, მობილური ტელეფონების მხრიდან კონკურენცია შეამცირებს. ინფრომაცია ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგს" ერთდროულად ორმა წყარომ დაუდასტურა. ახალი ვერსიებიდან ერთი გაცილებით იაფი და კომპაქტური იქნება, ვიდრე თანამედროვე iPhone. ის iPhone 4-ზე ერთი მესამედით პატარა უნდა იყოს. ამას გარდა, Apple -ი ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელიც iPhone-ით უკაბელო კავშირებისთვის გამოყენებას გაამარტივებს.
iPhone-ის ახალი მოდელი 200 დოლარად გაიყიდება. მყიდველთან ორწლიანი მომსახურების კონტრაქტის ხელმოწერა კი სავალდებულო აღარ იქნება. ghn |
|